пятница, 25 декабря 2009 г.

ჭარბი წონა

1.პროექტის სახელი:ჭარბი წონა.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები იმუშავებენ იმ თემებზე, რომლებიც წონის და კვების პრობლემებს უკავშირდება, დაადგენენ ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებს, ისწავლიან სწორად კვებას.
3.პროექტის სრული აღწერა:*პირველ ეტაპზე პროექტის მონწილეები იკვლევენ სხვადასხვა საკვების ქიმიურ შედგენილობას, ასევე იკვლევენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მნიშვნელობას და მათ საჭირო რაოდენობას ყოველდღიურად ორგანიზმისატვის.
*შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს ეძლევათ დავალება მოიპოვონ ინფორმაცია კალორიებზე, გაიგონ რამდენი კალორია უნდა მიიღოს მოზარდმა, როგორ დახარჯოს მიღებული კალორიების რაოდენობა და რას უდრის 1კილოკალორია.
*მესამე ეტაპზე მოსწავლეები შეადგენენ იმ საკვები პროდუქტების ნუსხას, რომელსაც იღებენ დღის განმავლობაში , მათ უნდა შეაჯამონ მიღებული კალორიების რაოდენობა და შეადარონ დახარჯული კალორიების რაოდენობას. თუ მიღებული კალორიების რაოდენობა ჭარბობს დახარჯულის რაოდენობას, მაშინ ადამიანი წონაში იმატებს.
*შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ შეადგინონ საკუთარი, სწორი კვების რეჟიმი და მიუთითონ რამდენიმე საქმიანობის სახე, რომელიც დაეხმარება მათ ორგანიზმს სწორად განვითარებაში.
4.მონაწილეთა ასაკი:13-14წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:*მოსწავლეები ისწავლიან სწორად კვებას და არ დაემუქრებათ ჭარბი წონის საშიშროება.
*კომპიუტერში დავამზადებთ ბროშურებს, სადაც მითითებული იქნება რამდენი კალორია უნდა მიიღოს მოზარდმა და ზრდასრულმა ადამიანმა და მივუთითებთ რომელი საკვები პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს, გრამების მიხედვით. ასევე კომპიუტერში გავაკეთებთ ცხრილებს და დიაგრამებს მოცემულ თემაზე. გავაკეთებთ პრეზენტაციას.
8.სარგებელი სხვისთვის:ჩვენი პროექტის მიზანს გავაცნობთ სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, დავურიგებთ ჩვენს მიერ დამზადებულ ბროშურებს და მათაც ექნებათ საშვალება გაიგონ როგორ და რატომ უნდა იკვებონ სწორად.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მოსწავლეები სხვა სკოლიდან:---
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საგნებთან კავშირი გამოყენებულია ქიმიასა და ბიოლოგიას შორის და თემა კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:ბუნ.VII.1.ატარებს ცდებს ადამიანის საკვებ პროდუქტებში შემავალი მნიშვნელოვანი ნივთიერებების გამოსავლენად.
12.პროექტის ფასილიტატორი:ნატო ინდუაშვილი.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:induashvilinato@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http//induashvilinato.blogspot.com